Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი ქადაგიძე: არაფერს სასიკეთოს ეს კანონი არ მოგვიტანს

56b3560b7b7e3
BM.GE
04.02.16 17:44
1211
საკონსტიტუციო სასამართლოში ეროვნული ბანკის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ. მისი თქმით, საფინანსო ზედამხედვოლობასთან დაკავშირებული კანონი, მნიშვნელოვნად ზრდის ბიუროკრატიულ ხარჯებს. ასევე მისი თქმით, აღნიშნული კანონი არის მიზეზი, რის გამოც სავალუტო ფონდის მიმოხილვა დასრულებული ამ დრომდე არ არის.
 
"არაფერს სასიკეთოს ეს კანონი არ მოგვიტანს, გარდა იმისა რომ ბიუროკრატია მნიშვნელოვნად იზრდება. ეროვნულ ბანკს ხარჯი 10 მილიონით გაეზრდება. იმედს გამოვთქვამ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც გამოსავლის ბოლო ინსტანცია მიირებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ეს კანონი არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ უკვე მრავალი თვეა არ გვაქვს სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვა დასრულებული", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის (ზურაბ აბაშიძე, გიორგი ბარამიძე, დავით ბაქრაძე და სხვები, სულ 39 დეპუტატი) საქმე არსებითად განსახილველად 2015 წლის 12 ოქტომბერს მიიღო.

მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის რიგ საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელთა შედეგადაც შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო“ და მას დაეკისრა იმ ფუნქციების განხორციელება, რაც სადავო ნორმების ამოქმედებამდე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა.