Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი პერტაია: 2012 წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, არანაირი შიში ბიზნესს არ აქვს

572b213a21a8c
BM.GE
05.05.16 14:28
1078
"ბიზნესს წინასაარჩევნო შიში არ აქვს", - ამის შესახებ საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოში პირველად, წინასაარჩევნოდ ეკონომიკურ შოკებს ადგილი არ აქვს.
 
"ალბათ პირველად საქართველოში გვაქვს სიტუაცია, როდესაც არ გვაქვს არანაირი ნიშანი წინასაარჩევნო ეკონომიკური პატარა შოკების. ჩვენ გვახსოვს 2012 წელს, როდესაც რადიკალური ოპოზიცია მოვიდა მთავრობაში, ვხვდებოდით ბიზნესმენებს და იყო გარკვეული გაჩერების და პაუზის ეტაპი. ელოდებოდნენ თუ რა მოხდებოდა და შეიცვლებოდა თუ არა თამაშიც წესები ბიზნესისთვის.

2012 წლის გამოცდილებიდან გამომდინარე არანაირი შიში ბიზნესს არ აქვს. ვინც უკვე ახორციელებს ინვესტიციას გეგმის მიხედვით მიყვება მას, ვინც ფიქრობს ინვესტიციების განხორციელებას არ ფიქრობს რომ მოდი დაველოდები არჩევნებს. ეს არის ჩვენს რეგიონში ალბათ პირველი შემთხვევა და პირველი ქვეყანაა საქართველო, რომელმაც ეს ბარიერი გადალახა და არჩევნები და პოლიტიკაში ცვლილებები არ არის დაკავშირებული ბიზნესში ცვლილებებთან", - განაცხადა პერტაიამ.