Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ფუნდამენტურ რეფორმებს საჭიროებს

56e9363554ce1
BM.GE
16.03.16 14:29
1077
"თავიდან ბოლომდე საქმის კურსში ვარ მიმდინარე პროცესების შესახებ", - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, აჭარაში ვიზიტისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა სისტემაში ცვლილებების გატრებისთვის მზად არის, თუმცა აღნიშნულ დაძაბულ სიტუაციაში, გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება. 

"როგორც უნივერსიტეტი, ასევე საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა საჭიროებს ფუნდამენტურ რეფორმებს. მე ერთის მხრივ ამის თაობაზე ვიზირებ სრუდენტების პროეტესტს, თუმცა მეორეს მხრივ, არ შეიძლება სიტუაციის ესკალაციით და ასეთ დაძაბულ რეჟიმში რაიმე გადაწყვეტილების მიღება.

მე მინდა კიდევ ერთხელ არა მოვუწდო, არამედ ვთხოვო ჩვენს შვილებს, ჩვენს ახალგაზრდებს მოგვცენ საშუალება გავატაროთ ის ცვლილებები, რომელსაც ისინი ითხოვენ და რომლებშიც მე აბსოლუტურად ვიზიარებ მათ სულისკვეთებას", - განაცხადა პრემიერმა.