Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს შეუძლია გახდეს ვაჭრობისა და ლოგისტიკის ცენტრი

570a425c29da5
BM.GE
10.04.16 16:07
1018
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ინტერვიუ მისცა ჩინურ ტელეკომპანია CCTV-ის, სადაც „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტზე და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის ფართომასშტაბიანი გეგმა, რომლის განხორციელების შემთხვევაში ქვეყნის კონკურენტუნარიანობა გაიზრდება. მისივე განმარტებით, ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივა „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ პროექტში ჩართულ ქვეყნებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

"ჩვენთვის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც აბრეშუმის გზის გაყოლებაზე ყველა ქვეყანას სთავაზობს ბევრ ახალ შესაძლებლობას. ჩვენ განვიხილავთ აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის აღდგენას არა მარტო, როგორც ერთი გზის ინიციატივას, არამედ როგორც რამდენიმე გზის გამაერთიანებელ ქსელს. აქ ლაპარაკია კონკურენტუნარიანობაზე, ადამიანებს შორის კონტაქტებზე, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე,“ – ნათქვამია ინტერვიუში.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს ვაჭრობისა და ლოგისტიკის ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს ვაჭრობას ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის.

"ჩვენ ვთვლით, რომ ელექტრონული პლატფორმა, როგორც მნიშვნელოვანი სივრცე, სადაც განთავსდება ინფორმაცია ჩვენი პროექტების შესახებ, რათა ის ხელმისაწვდომი გახდეს ყველა ინვესტორისთვის, ჩინელი ინვესტორების ჩათვლით, ზრდის აბრეშუმის გზის გაყოლებაზე ყველა ქვეყნის ცნობადობას,“ – აღნიშნავს პრემიერი.

ჩინური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრი ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხსაც შეეხო. გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კიდევ უფრო გაზრდის უცხოელ ინვესტორთა ინტერესს.