Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი კვირიკაშვილი "ფრონტერას" აღმასრულებელ დირექტორს სტივ ნიკანდროსს შეხვდა

56c6fe5c95f34
BM.GE
19.02.16 15:35
1172
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ფრონტერას“ აღმასრულებელ დირექტორს სტივ ნიკანდროსს შეხვდა.  პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით, საუბრის მთავარი თემები კომპანიის საქართველოში მუშაობის პერსპექტივები და თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები იყო.
 
"შეხვედრაზე განიხილეს, რა შეიძლება გააკეთოს დამატებით საქართველოს მთავრობამ, კომპანიის სამომავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.  ასევე, დაიგეგმა სამუშაო შეხვედრა "ფრონტერასთან" ენერგეტიკის სამინისტროს მონაწილეობით.  საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და „ფრონტერას“ აღმასრულებელი დირექტორის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა", - განმარტავენ უწყებაში.