Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესს 4 მარტს შეხვდება

56cf129c03249
თამუნა ქემერტელიძე
25.02.16 18:39
1430
"ბიზნესკონტაქტისთვის" ცნობილი ხდება, რომ გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესს 4 მარტს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ პრემიერმა მცირე და საშუალო ბიზნესთან შეხვედრა პირველად ბიზნეს ასოციაციის წევრებთან დაანონსა.

ამასთან, ასევე დასრულებულია "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე" მუშაობა, თუმცა ეკონომიკის სამინისტრო დოკუმენტს ჯერ არ ასაჯაროვებს. თუმცა როგორც მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა "ბიზნესკონტაქტს" მიაწოდა ინფრომაცია, რომ სტრატეგიის შემუშავების პროცესში სამი მონაწილე მხარე გამოვლინდა. მიხეილ ჭელიძის განცხადებით, ესაა სახელმწიფო, ბიზნესი და შრომითი ძალა. მისი თქმით, სამივეს მისამართით არსებობს რეკომენდაციები. მთავარი მესიჯი კი არის ის, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობის მაქსიმალური დახვეწა. ჭელიძის განმარტებით, სტრატეგიის ფარგლებში არსებობს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტებზე უნდა გადავიდეს და კანონმდებლობით განიმარტოს მიკრო, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი, რისი დეფინიციას აქამდე არ არსებობდა.

"ისინი, ვინც ბიზნესს იწყებენ სამეწარმეო განათლება არ აქვთ. ბაზარზე კი პროფესიული კადრების მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსია. კეთროვანივით არის პროფესიული სასწავლებლები. არავის აქვს სურვილი იქ ჩააბაროს. უნდა წავახალისოთ, რომ ადამიანი წავიდეს პროფესიულ სასწავლებელში და ასევე ბიზნესმა თავად დაუკვეთოს პროფესიულ სასწავლებელს რომელი კადრი სჭირდება", - აცხადებს მიხეილ ჭელიძე.