Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გიორგი კვირიკაშვილი: კახეთის გავლით აზერბაიჯანთან დამაკავშირებლი გზა 2020 წელს დასრულდება

56c964c94a5b4
თამუნა ქემერტელიძე
21.02.16 11:14
1007
"2020 წელს ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ სრულიად მთელი ავტობანი, ეს არის სარფიდან დაწყებული დახადლოსა და წითელი ხიდის ჩათვლით, ასევე კახეთის გავლით აზერბაიჯანთან დამაკავშირებლი გზა", - აღნიშნული ინფრაქსტურქტურული პროექტების დაწყება ქვეყნის პრემიერმა "რადიო თავისუფლებასთან" მიცემულ ინტერვიუში დაანონსა.
 
გიორგი კვირიკაშვილი 2020 წლამდე დასამთავრებელ პროექტებში ასევე ასახელებს: მცხეთა ლარსის მონაკვეთი; ანაკლიასთან დამაკავშირებელი ახალი გზა ავტობანი; ქუთაისი-მესტიის გზა (ახალი გზა, ქუთაისსა და აბასთუმანს შორის, რომელიც ქუთაისს მოკლე გზით დააკავშირებს სამხრეთ საქართველოსთან), გომსა და რაჭას შორის შემაერთებელი გზა. 

კვირიკაშვილი აღნიშნულ პროექტს მასშტაბურს უწოდებს და განმარტავს, რომ მისი განხორციელებისთვის ქვეყნის ხელისუფლებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სავალუტო ფონდთნ აქტიური დიალოგი დასჭირდება.

"ჩვენ თითეული ამ წლის განმავლობაში რომელიც იგულისხმება დღედან 2020 წლის განმავლობაში, ერთი წლის განმავლობაში დასახარჯი თანხმების რაოდენობა უნდა გავზარდოთ. არავითარ შემთხვევაში ეს არი იქნება დანახარჯების ზრდა ბიუროკრატიის შენახვაზე ან სოციალური მიმართულებით.სოციალური მიმართულებით ხარჯებს არანაირი ზიანი არ მიადგება, მაგრამ ნებისმიერი დამატებითი ევრო თუ დოლარი რომელც დაიხარჯება ინფრასტრუქტუროს მიმართულებით იქნება განკუთვილი კაპიტალურ დანახარჯებზე და იმაზე რომ ჩვენ შევქნათ ის აუცულებელი ინფრასტრუქტურა, რომელმაც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი უნდა განავითაროს", - აცხადებს კვირიკაშვილი.

ამასთან, კვირიკაშვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას არსებულ ნაკლოვანებეზეც საუბრობს. მისი თქმით, მას პირადად ჰქონდა კომუნიკაცია როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ასევე მსხვილ კომპანიებთან და იმ პროცედურებში რომლითაც მთავრობა ინფრასტრუქტრურულ პროექტებს ახორციელებს არაერთი ნაკლოვანება გამოიკვეთა.

ასევე ქვეყნის პრემიერი 2020 წლამდე განსახორცელებელი პროექტების 35-40%-ით დაჩქარებაზეც საუბრობს. "ჩვენი მიზანია რომ მთავარი ინფრასტრუქტურა, რომელმაც სატრანზიტო ფუნქციის შესრულება უნდა უზრულვეყოს უნდა 2020 წლამდე მზად იყოს", - აცხადებს კვირიკაშვილი.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების გეგმას 18 თებერვალს, ეკონომიკის საბჭოს სხდომაზე ნოდარ ჯავახშვილმა ის უკვე წარადგინა.