Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი კვირიკაშვილი: გაჩნდება 200 ახალი სამუშაო ადგილი ქუთაისსა და თბილისში

56c4383ccfe88
BM.GE
17.02.16 13:06
1118
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ინვესტორთა საბჭოს დაწყების წინ გამოეხმაურა ავიაკომპანია "ვიზეარის" გადაწყვეტილებას, ქუთაისიდანევროპის მიმართულებით ახალი რეისების დამატებისა და რეგიონში პირველი ბაზის გახსნის თაობაზე. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას.
 
"კარგი ამბავი არის ის, რომ "ვიზიარმა" გახსნა ბაზა ქუთაისში და ჩვენ გვექნება 7 ახალი რესი ევროპის მიმართულებით. უფრო მეტი პირდაპირი რეისი განხორციელდება ევროპისკენ. ეს კარგია იმიტომ, რომ ორი თვითმფრინავი იქნება მუდმივად მიმაგრებული ქუთაისზე. გაჩნდება 200 ახალი სამუშაო ადგილი ქუთაისსა და თბილისში და განმტკიცება კავშირები ევროპასთან. ეს, ყოვლისმომცველ ინფრასტრუქტურულ გეგმასთან ერთად, რომელსაც მალე წარვადგენთ, მოგვცემს შესანიშნავ შესაძლებლობას, გვქონდეს ევროპასთან სატრანსპორტო კავშირი ქუთაისიდან. ეს კარგია ტურიზმის და ბიზნესის განვითარებისთვის და ევროპასთან სატრანსპორტო კავშირის განმტკიცებისთვის", - აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა ინვესტორთა საბჭოს სხდომის დაწყების წინ.