11.Jan.2016 17:07
Economy

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ახალგაზრდები, პირდაპირ შეიძლება ითქვას, სასწაულებს აკეთებენ

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ახალგაზრდები, პირდაპირ შეიძლება ითქვას, სასწაულებს აკეთებენ
საქართველოში უახლესი ლაბორატორიული დანადგარებით აღჭურვილი მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი გაიხსნა. ტექნოლოგიური პარკის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა ინოვატორებისთვის განკუთვნილი, ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე სივრცე დაათვალიერა, შეხვდა ინოვაციური პროექტებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, გაეცნო მათ იდეებს და უახლოეს უქმეებზე ტექნოპარკში შეხვედრა შესთავაზა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული პროექტი სახელმწიფოს მხრიდან ქვეყნის მომავალში ჩადებულ მნიშვნელოვან ინვესტიციად შეაფასა.

„ეს არის 5-მილიონიანი პროექტი, რომელიც ერთ წელიწადში დაიწყო და დამთავრდა. ეს არის პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში. ეს არის სივრცე, სადაც სრულდება თანამშრომლობა სამ ძირითად მიმართულებას შორის: აკადემიას, ანუ სამეცნიერო მიმართულებას, ეკონომიკას, ანუ ქვეყნის სამეწარმეო წრეებსა და მთავრობას, ანუ შესაბამის სამთავრობო უწყებებს შორის. ეს არის პირველი მოდელი საქართველოში, სადაც ამ ტიპის თანამშრომლობა ამ სამ მიმართულებას შორის შედგა. მე არ შემიძლია დავმალო ჩემი შთაბეჭდილება, როდესაც ვნახე, თუ რამხელა პოტენციალია ჩვენს ახალგაზრდებში ინოვაციური მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკის სწრაფი ზრდა შეუძლებელია ინოვაციაზე, კვლევასა და განვითარებაზე დაფუძნებული დარგების განვითარების გარეშე, ამიტომ ეს ცენტრი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, იქნება სწორედ ის სივრცე, სადაც მოხდება დაფუძნება და პირველი ეტაპის გავლა იმ კომპანიების მხრიდან, რომლებსაც ამ მიმართულებით განსაკუთრებული პოტენციალი გააჩნიათ," - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, მთავრობის მთავარი გზავნილი ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებაა და სწორედ ტექნოპარკებია საჭირო იმისთვის, რომ ახალგაზრდებს მიეცეთ თავიანთი იდეების რეალიზაციის საშუალება.

"ამ სივრცეში წარმოდგენილია წამყვანი საერთაშორისო წარმომადგენლობების მიერ დამზადებული აუცილებელი დანადგარები და მათი ნუსხა კიდევ უფრო გაფართოვდება. ისინი საშუალებას იძლევა, რომ ახალგაზრდა გამომგონებლებმა მოახდინონ საკუთარი გამოგონებების პროტოტიპიზაცია, ანუ საცდელი ეგზემპლარების ამ სივრცეში გამოშვება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ცენტრი სამეცნიერო მიმართულებასთან თანამშრომლობის კუთხით და არ შემიძლია არ გამოვხატო აღტაცება უკვე შექმნილი იმ პროტოტიპებით, რომლებიც დღეს ვიხილე, სადაც ჩვენი ახალგაზრდები, პირდაპირ შეიძლება ითქვას, სასწაულებს აკეთებენ," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.



17.Jul.2019 14:14
79

Lavrov names precondition for removal of flight ban on Georgia

More
17.Jul.2019 11:28
61

"pensioners, disabled and other groups will be able to purchase medication for 1 GEL"- Bakhtadze

More
17.Jul.2019 11:19
55

Tbilisi to host EuroBasket 2021 with new sports complex

More
17.Jul.2019 11:13
43

Nenskra Hydro Launches an Information Campaign to Promote Domestic Tourism in Svaneti

More
17.Jul.2019 00:54
99

Goldman Sachs invests €25m in Berlin start-up Raisin

More
16.Jul.2019 21:05
44

Christine Lagarde resigns as head of IMF

More