Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გიორგი კვირიკაშვილი, 2017 წელს ეკონომიკის 5,5-6 პროცენტიან ზრდას ვარაუდობს

56f96c6a3dc03
BM.GE
28.03.16 21:37
1320
მიმდინარე წელს, გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში, 3-3,5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას, მომავალ წელს კი 5,5-6 პროცენტიან ზრდას ვარაუდობს. როგორც პრემიერ-მინისტრმა CNNMoney-სთან ინტერვიუში განაცხადა, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს.
 
"ჩვენი რეფორმების ოთხპუნქტიანი დღის წესრიგის თითოეული კომპონენტი უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. წელს ჩვენ მოველით 3-3,5 პროცენტიან ზრდას, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი მიაღწევს 5,5-6 პროცენტს“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა CNN-თან ინტერვიუში, რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მზადყოფნა უნდა აჩვენოს.

"საქართველო არის ევროპა. ევროპა არის საქართველოს სახლი. ჩვენთვის ევროპა არის სივრცე სადაც უზრუნველყოფილია დემოკრატიის გარკვეული სტანდარტები და დაცულია ადამიანის უფლებები. ეს არის ის რისი მიღწევაც ქართველ ხალხს სურს. ჩვენ არ გვინდა, რომ ევროკავშირი ან ნატო იყოს ვინმეს წინააღმდეგ. საქართველოს ტერიტორიების 25 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მიუხედავად ამისა ჩვენ უნდა ვაჩვენოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მზადყოფნა. მეორე მხრივ, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე, რაც გულისხმობს ჩვენს სუვერენულ არჩევანს ევროპულ თუ ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემების მიუხედავად, ვერ იტყვის, რომ ეს არ არის უსაფრთხო ადგილი ინვესტორებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.