Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი გვენეტაძე: ძალიან მალე ბატონი ლევანი თავისი მოთხოვნის სიმცდარეში დარწმუნდება

56e7faf0a409a
BM.GE
15.03.16 16:05
1235
გიორგი გვენეტაძე არ გამორიცხავს, რომ მაკა ასათიანმა კუთვნილი თანხა, მოითხოვს. როგორც ადვოკატი განმარტავს, აქამდე მაუწყებლობის უწყვეტობის გამო, ასათიანი აღნიშნული გადაწყვეტილებისგან თავს იკავებდა. მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფლობენ კრედიტორებიც და სასამართლოც.
 
"ძალიან მალე ბატონი ლევანი თავისი მოთხოვნის სიმცდარეში დარწმუნდება და ინანებს. მას მოუწევს კრედიტორების მიმართ ვალდებულებების შესრულება.

თუ კრედიტორები რამდენიმე დღეში არ მიიღებენ თავიან კუთვნილ თანხებს, მაშინ რას უპასუხებს ბატონი ლევანი მათ, ძალიან მაინტერესებს", - განაცხადა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მოსამართლემ "მაესტროს" გაკოტრების საქმის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.