Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გიორგი გოცაძე: საყოველთაო ჯანდაცვას ეტაპობრივი ხასიათი უნდა ჰქონდეს

56e140ab59ed8
BM.GE
10.03.16 13:34
1108
"საყოველთაო ჯანდაცვას ეტაპობრივი ხასიათი უნდა ჰქონდეს", - ამის შესახებ, საერთაშორისო ფონდ Curatio-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. გიორგი გოცაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის ხარჯები არაა იმ მოცულობის, რა მოცულობისაც ევროპის სხვა ქვეყნებშია, თუმცა მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხარჯები მეტად ეფექტური იყოს.
 
"საქართველოს ჯანდაცვაზე იმდენი დანახარჯები არ აქვს, რაც სხვა ევროპულ ქვეყნებს აქვთ ამიტომ ზრდის პოტენციალი არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას რომ ჩვენ ჯანდაცვის ხარჯები უნდა ვზარდოთ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მის უფრო ეფექტურ ხარჯვაზე, რათა მეტად დავიცვათ ფინანსურად ჩვენი მოსახლეობა.

2003 წელს, ჩინეთში გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის წილი, საერთო ჰოსპიტალიზაციაში იყო, 6 პროცენტი. თითქმის 12 წლის მანძილზე, ჩინეთში ეს მაჩვენებელი 12 პროცენტამდე გაიზარდა, საქართველოში კი ამ ციფრს მან 2 წელიწადში მიაღწია. ანუ ჩინეთს სხვა მექანიზმები ჰქონდა გამოყენებული, რომ ესეთი ზრდა ყოფილიყო ნელი. საქართველოში ეს მექანიზმები არაა, და ადრე თუ გადაუდებელი დაავადების გამო საავადმყოფოში 100-დან 4 ადამიანი წვებოდა, დღეს წვება 15, ანუ პრობლემა არსებობს და მისი იგნორირება არ შეიძლება, მას ყურადღება უნდა მიექცეს.

ჩინეთში ჰოსპიტალიზაციების 6 პროცენტიდან 15 პროცენტამდე ზრდას თითქმის 12 წელი დასჭირდა, ჩვენთან ეს მოხდა 2 წელიწადში, ეს ამბობს რომ აქ ცალსახად პრობლემაა. რახან არც სიკვდილიანობის დონე შემცირებულა, ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე.

საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპს ვემხრობი, თუმცა მას ეტაპობრივი ხასიათი უნდა ჰქონდეს. როდესაც სახელმწიფო ერთნაირ სიკეთეს სთავაზობს მდიდარსაც და ღარიბსაც, მდიდარს თავისი ფინანსური და სოციალური მდგომარეობით, უფრო ხელეწიფება, რომ მიიღოს ეს სიკეთე ვიდრე ღარიბს. ამიტომ ძალიან ბევრი ქვეყანა ირჩევს ღარიბს და მოწყვლადს რომ გაცილებით მეტი სიკეთე მისცეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ვიდრე შედარებით ნაკელბი მოცულობით, კეთილსაიმედო პირობებებში მყოფ ადამიანს", - განაცხადა გიორგი გოცაძემ.