Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გიორგი ცუცქირიძე: ყველაზე დიდი შოკი, რომელიც შეიძლება ლარის კურსს მიეღო უკვე გადავიტანეთ

56a33d9180a1a
BM.GE
23.01.16 12:41
1180
"ყველაზე დიდი შოკი, რომელიც შეიძლება ლარის კურსს მიეღო, გასულ წელს უკვე გადავიტანეთ“, - აღნიშნულის შესახებ ბანკების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა. ცუცქირიძე 2016 წელს გასული წლის მსგავს რყევებს, კურსთან მიმართებაში არ ვარაუდობს. მისი თქმით, რეგიონის ვალუტების გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი ნავთობზე შემცირებული ფასებია.
 
"ლარის გარდა, დღეს ძალიან ბევრი ვალუტა უფასურდება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნაა. პროგნოზებით და ბოლო შეფასებებით 10-12 აშშ დოლარზეცაა საუბარი. ეს ბუნებრივია დოლარის გამყარებაზე აისახება და გაცვლით კურსებზეც, რომლებიც არიან დოლართან დაკავშირებული, ანუ ლარის, მანათის, ევროსი და ა.შ. ყველაზე დიდი შოკი, რომელიც შეიძლება ლარის კურსს მიეღო უკვე გასულ წელს გადავიტანეთ. შოკები, რომელიც გასულ წელს იყო, დღეს ლარის კურსზე უკვე ასახულია.

არის მოსაზრება, რომ შოკები არანაკლები იქნება და არის მეორე თვალსაზრისი, სადაც საუბარია, რომ ძირითადი შოკები ლარმა უკვე გადაიტანა. დიდი ვარდნა ლარის კურსის, როგორც ეს გასულ წელს იყო, მე არ მგონია, განმეორდეს. შეიძლება მცოცავად განაგრძოს ლარმა გაუფასურება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტენდენცია იქნება", - განაცხადა ცუცქირიძემ, გადაცემაში „საქმიანი დილა“.