10.Jan.2016 22:15
Economy

გიგა ბედინეიშვილი: რუსული გაზი კრემლზე გაზრდილ დამოკიდებულებას მოგვიტანს

გიგა ბედინეიშვილი: რუსული გაზი კრემლზე გაზრდილ დამოკიდებულებას მოგვიტანს
„რუსული გაზით დივერსიფიკაციას ვერ მოგვიტანს. სამაგიეროდ მოგვიტანს კრემლზე გაზრდილ დამოკიდებულებას“, - აღნიშნულის შესახებ გიგა ბედინეიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს. მისი თქმით, რუსული გაზით დივერსიფიკაცია ქვეყანას ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც აზარალებს.
 
""ალტერნატიული გაზის წყარო დივერსიფიკაციისთვის გვჭირდება" არის სულელური არგუმენტი და, აი რატომ:

დივერსიფიკაციის ცნება ფართო მოხმარებაში ინვესტიციების მართვის მეცნიერებიდან შემოვიდა. აზრი (მარტივად) შემდეგია: იმის მაგივრად რომ მთელი ფული ერთ ფინანსურ ინსტრუმენტში (ვთქვათ აქციაში) ჩადო, როგორც წესი ჯობია ორ ან რამდენიმე ინსტრუმენტში გაანაწილო. ეს წესი მუშაობს თუ გაქვს ვთქვათ ორი ინსტრუმენტი, რომელთაგან ერთი უფრო რისკიანია (მაგრამ მაღალი მოგება უნდა მოიტანოს) და მეორე ნაკლებ-რისკიანია (თუმცა უფრო დაბალი მოსალოდნელი მოგება მოაქვს).

ფინანსურ ბაზრებზე არსებული ლოგიკით, ჩვეულებრივ, უფრო მაღალი რისკის ინვესტიციები უფრო მაღალ მოგებას იძლევა. თუ ფულს ამ ორ ინსტრუმენტს შორის გაანაწილებ მაშინ შენ შეძლებ რისკი უფრო სწრაფად შეამცირო ვიდრე მოგება ან მოგება უფრო სწრაფად გაზარდო ვიდრე რისკი. ესაა დივერსიფიკაციის ხეირი.

მაგრამ უფრო მაღალ-რისკიანი და დაბალი მომგებიანობის ინსტრუმენტის დამატებით შენს საინვესტიციო პორტფელში დივერსიფიკაციის ხეირს ვერანაირად ვერ მიიღებ - პორტფელის რისკიც გაგეზრდება და მომგებიანობაც დაიწევს. სულელი უნდა იყო ეს რომ გააკეთო (ან მავნებელი).

უფრო იაფი (მომგებიანი) და საიმედო (დაბალი რისკის) აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლება უფრო ძვირი (წამგებიანი) და სახიფათო (მაღალი რისკის) რუსული გაზით დივერსიფიკაციას ვერ მოგვიტანს. სამაგიეროდ მოგვიტანს კრემლზე გაზრდილ დამოკიდებულებას. ანუ ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც ვაგებთ“, - წერს ბედინეიშვილი.



24.Aug.2019 15:52
30

Ryanair pilots plan to strike

More
24.Aug.2019 15:45
92

Russian consortium to take over port of Taman in the Kerch Strait

More
24.Aug.2019 15:33
27

Georgia plans to increase economic ties with Belaurs

More
23.Aug.2019 10:35
52

Mogherini on borderisation in the Gugutiantkari village: Activities must stop immediately

More
22.Aug.2019 18:39
218

The Amazon is on fire, and not enough people seem to care

More
22.Aug.2019 18:26
71

TBC Research - In July 2019, Georgia's trade balance improved by $83 mln

More