Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გია გაჩეჩილაძე: ჩემი მიზანი იგივე რჩება: შევწყვიტო "მაესტროს" გაკოტრების პროცესი

56b8ba0759c91
BM.GE
08.02.16 19:52
1725
„ჩემი მიზანი იგივე რჩება: შევწყვიტო "მაესტროს" გაკოტრების პროცესი“, - აღნიშნულის შესახებ გია გაჩეჩილაძის განცხადებაშია ნათქვამი. ტელეკომპანიის 55 პროცენტიანი წილის მფლობელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის გავრცელებულ ჭორებზე პასუხის გაცემას არ აპირებს და სასამართლო განხილვის შედეგებს ელოდება.
 
"ნუ ვიკამათებთ ვისი ბრალია, მაგრამ ტელეკომპანია "მაესტრო" გაკოტრებამდე რომ მივიდა, ეს ფაქტია. ჩემი მიზანი იგივე რჩება: შევწყვიტო "მაესტროს" გაკოტრების პროცესი და რაც შეიძლება სწრაფად შევიმუშავო ალტერნატიული განვითარების გეგმა, რომელიც მისცემს "მაესტროს" საშუალებას გახდეს ფინანსურდ დამოუკიდებელი. ფინანსური დამოუკიდებლობა კი აბსოლუტური წინაპირობაა სარედაქციო დამოუკიდებლობისა. ამ გეგმის შემუშავებამდე კი აღარ ვაპირებ გავრცელებულ ჭორებზე და ცილისმწამებლურ განცხადებებზე კომენტარების გაკეთებას. მე დაველოდები "მაესტროს" პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას და სასამართლო განხილვის შედეგებს", - ნათქვამია განცხადებაში.