Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გერმანიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა Facebook-ის შესწავლა დაიწყო

56d80f13d2502
BM.GE
03.03.16 14:15
1100
გერმანიის ანტიმონოპოლიური რეგულირების სააგენტომ (Bundeskartellamt) ამერიკული სოციალური ქსელის Facebook-ის შესწავლა დაიწყო და მასთან ერთად მისი შვილობილი კომპანიების ირლანდიასა და გერმანიაში. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტომ თავად გაავრცელა.

ანტიმონოპოლიური სამსახური კომპანიას სოციალური ქსლების ბაზარზე არსებული ვითარების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. მარეგულირებელი თვლის, რომ ფეისბუქი პირადი მონაცემების დაცვის უფლებას არღვევს. გერმანიის ანტიმონოპოლიური რეგულატორი სპეციალისტების დახმარებით, პირადი მონაცემების დაცვის სისტემას იკვლევს Facebook-ის საქმიანობაში. ამ პროცესში ჩართული არიან მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების ანტიმონოპოლიური სააგენტოები.