Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გასულ წელს საფრანგეთი 10 000-მა მილიონერმა დატოვა

57011c7ef31f5
BM.GE
03.04.16 17:33
1236
საფრანგეთი გასულ წელს, 10 000-მა მილიონერმა დატოვა. აქედან ყველაზე დიდი წილი პარიზზე მოდიოდა, სადაც კლებამ 7000 შეადგინა. CNN-ის ინფორმაციით, მილიონერების უმეტესობა ამერიკაში, კანადასა და ავსტრალიაში გადავიდა. გამოცემა კვლევას სახელწოდებით, „ახალი სამყაროს სიმდიდრე“ ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს ჩინეთი 9000-მა მილიონერმა დატოვა. 6000-ით შემცირდა მილიონერების რაოდენობა იტალიაში, ხოლო 4000-ით ინდოეთში.

ყველაზე მეტი მილიონერის გადინება ავსტრალიაში მოხდა და ციფრმა 8000 შეადგინა, 7000-მდე მილიონირი შეემატა ამერიკის შეერთებულ შტატებს. გამოცემა წერს, რომ მილიონერების მხრიდან ქვეყნის დატოვება მის ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.