Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გასულ წელს მიკროსაფინანსო სექტორის საკრედიტო პორტფელმა 1.2 მლრდ ლარი შეადგინა

572b2c7cc33ad
BM.GE
05.05.16 15:19
1069
გასულ წელს, 2014 წელთან შედარებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანი აქტივების ოდენობა 46 პროცენტით გაიზარდა და 1.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მიხედვით, მატება თანაბარ- პროპორციულად განხორციელდა ვალდებულებებისა და კაპიტალის ხარჯზე, რამაც შესაბამისად 1.2 მლრდ ლარი და 364 მლნ ლარი შეადგინა. აქტივების ზრდის 2015 წლის მაჩვენებელი (46 პროცენტი) მცირედით აღემატება წინა წლების აქტივების ზრდის ტემპის საშუალო მონაცემს, რომელიც დაახლოებით 42 პროცენტს უტოლდებოდა.
 
2015 წლის მონაცემებით წმინდა სესხების ოდენობა 1.17 მლრდ ლარით განისაზღვრა და მთლიანი აქტივების 73 პროცენტი შეადგინა.

2015 წლის მონაცემებით მიკროსაფინანსო სექტორის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 1.2 მლრდ ლარი შეადგინა. იგი ძირითადად წარმოდგენილია სამი სექტორით:

1. ვაჭრობა და მომსახურება - 269 მლნ ლარი (პორტფელის 22 პროცენტი);
2. სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა - 255 მლნ ლარი (პორტფელის 21 პროცენტი);
3. სამომხმარებლო სესხები - 561 მლნ ლარი (პორტფელის 47 პროცენტი).