29.Apr.2016 21:08
Economy

გასულ თვეს, საქართველოში ევროკავშირიდან შემოსული ვიზიტორების რიცხვი 4,9%-ით შემცირდა

გასულ თვეს, საქართველოში ევროკავშირიდან შემოსული ვიზიტორების რიცხვი 4,9%-ით შემცირდა
2016 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის მარტთან შედარებით 16.7 პროცენტით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობა ტურისტების რიცხოვნობის მნიშვნელოვანმა ზრდამ. წლიურად, საქართველოში 24.8 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა.
 
ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვის მიხედვით, ტრადიციული მიმართულებებიდან, ვიზიტორების ზრდის ყველაზე მაღალი ტემპები ფიქსირდება უკრაინიდან (27 პროცენტი) და აზერბაიჯანიდან (19 პროცენტი). 16 პროცენტიან მატებას ჰქონდა ადგილი რუსეთის ფედერაციის შემთხვევაში. თურქეთიდან შემოსული ვიზიტორების რიცხვი დაახლოებით 7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სომხეთიდან შემოსული ვიზიტორების შემთხვევაში 4.3 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა.

რეგულაციების შემსუბუქების შედეგად, მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა ირანის შემთხვევაში (ირანელი ვიზიტორების რიცხვი დაახლოებით 12-ჯერ გაიზარდა).

4.9 პროცენტით მოიკლო ევროკავშირის მოქალაქეთა რიცხვმა, რომელთაც გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი. ევროკავშირის შემთხვევაში შემცირებულია გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და გაერთიანებული სამეფოდან შემომსვლელთა რიცხვი.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, აქ მკვეთრი მატება დაფიქსირდა, რაც იმის შედეგია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან (265 პროცენტი), ფილიპინებიდან (194 პროცენტი) და ინდოეთიდან (228 პროცენტით). აღსანიშნავია ასევე ყაზახეთიდან, ისრაელიდან და აშშ-დან შემოსული ვიზიტორების წლიური ზრდა.



19.Aug.2019 18:06
80

TAV Georgia - Georgian aviation industry is facing a shortage of qualified personnel

More
19.Aug.2019 16:17
234

TBC Group buys majority stake in Georgian E-commerce platform My.ge for GEL 19.5 million

More
17.Aug.2019 13:52
94

Fitch Affirms Georgia at 'BB'; Outlook Stable

More
16.Aug.2019 15:05
146

Bitfury Group Launches Artificial Intelligence Division

More
15.Aug.2019 19:44
100

Georgia receives $154 mln in remittances in July 2019

More
15.Aug.2019 19:27
114

Conti Group is leaving Anaklia Development Consortium

More