Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გასულ თვეს, ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვი 29 მილიონი დოლარით გაიზარდა

57245be9570a2
BM.GE
30.04.16 11:13
1259
მარტში საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვი წინა თვესთან მიმართებაში 29.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში, სავალუტო აუქციონებზე ვალუტის შეძენით რეზერვი 15 მლნ აშშ დოლარით შეივსო. რეზერვის ზრდა განაპირობა ასევე ხაზინასთან განხორციელებულმა ოპერაციებმა.
 
საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დავალიანების დაფარვებმა 3.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთების კლების შედეგად რეზერვი 43.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

რაც შეეხება აპრილს, აღნიშნულ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა აუქციონებზე ჯამში, 40 მილიონი დოლარი შეისყიდა.