Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

განვითარების კორპორაციის პროექტზე მთავრობის გადაწყვეტილება ჭიანურდება

57189fce70fae
ელენე გოგბერაშვილი
21.04.16 13:37
1197
საქართველოს განვითარების კორპორაციის კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი KFW-მ ქართულ მხარეს ჯერ კიდევ თებერვალში გადაუგზავნა. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ვარაუდობდა, რომ ფონდის განვითარების კორპორაციად გარდაქმნის კანონპროექტი სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დამტკიცდებოდა, თუმცა პროექტი ჯერ კიდევ სამთავრობო განხილვებს გადის.
 
როგორც დავით საგანელიძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, მთავრობას კანონპროეტის შესახებ ჯერ-ჯერობით დასკვნა და გადაწყვეტილება არ აქვს.

"მე ჩემს პოზიციაზე ვრჩები. მიმაჩნია, რომ საპარტნიორო ფონდმა აუცილებლად უნდა განიცადოს სტრუქტურის სერიოზული რეფორმა იმიტომ, რომ 2010 წელს შექმნილი სტრუქტურა დღესდღეობით ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს თავისი დებულებით, თავისი სტრუქტურით, თავისი განაწესით, თუნდაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობაში ბევრ რამეში იზღუდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ მისი რეფორმა აუცილებელია" - აცხადებს დავით საგანელიძე.

კითხვაზე შესაძლებელია თუ არა ფონდის განვითარების კორპორაციად გარდაქმნის რეფორმა წელს აღარ განხორციელდეს, საგანელიძე აცახდებს, რომ პროცესი სავარაუდოდ გაჭიანურდება.

"უფრო და უფრო რთულდება ეს თემა. მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი. ამ პარლამენტს კი ცოტა დრო დარჩა. ზაფხულია და საარჩევნო პერიოდია. ალბათ გაჭიანურდება ეს პროცესი" - აცხადებს დავით საგანელიძე.