Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

განმუხურში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა იწყება (ფოტო)

5719ec7952bd7
BM.GE
22.04.16 13:18
1733
განმუხურში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის, ტექნიკური დეტალები კომპანია „ბლექს სი რივერას“ წარმომადგენლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.
 
სასტუმროს მშენებელ კომპანიასთან გამართულ შეხვედრაზე ტექნიკური დეტალების და ასევე ადგილზე არსებული წყალმომარაგების, ელექტრო ენერგიის და გაზის კომუნიკაციების რესურსის განხილვა მოხდა. რის შემდეგაც „ბლექს სი რივერას“ წარმომადგენლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას სასტუმროს პროექტი გააცნეს. ახალი სასტუმროს და მიმდებარე ინფრასტრუქტურის პროექტის პრეზენტაციას მშენებელი კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს.

შპს „ბლექს სი რივერა“ სოფელ განმუხურში მინიმუმ 120 ნომრიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს. კომპანიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ პირობებიან ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა. რომლის საწყისი საბაზრო ღირებულება 2 263 500 ლარად იყო განსაზღვრული. აუქციონი მიმდინარე წლის 30 მარტს ჩატარდა.

საინვესტიციო პროექტის მიხედვით ,,ბლექს სი რივერა“ სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე ღია და დახურულ საცურაო აუზებს, სპორტულ მოედნებს და ჩოგბურთის კორტებს მოაწყობს. ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ასევე უზრუნველყოფილი იქნება პარკინგით და კეთილმოწყობილი, გამწვანებული ეზოთი. პროექტის განხორციელება მაქსიმუმ 60 თვის ვადაში მოხდება. მისი საინვესტიციო ღირებულება მინიმუმ ათ მილიონ ლარს შეადგენს.

ახალ სასტუმროში ადგილობრივები დასაქმდებიან, მშენებლობის დასრულებამდე კი მათი გადამზადება მოხდება.