Home
Category
TV Live Menu
Loading data...

განათლების საკითხზე, სტუდენტების მონაწილეობით ერთიანი სამუშაო პლატფორმა შეიქმნება

571b779e06555
BM.GE
23.04.16 17:21
1225
პრემიერმა სტუდენტებთან განათლების რეფორმის საკითხი განიხილა. როგორც გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ აუდიტორია 115-ის წევრებმა განაცხადეს, ერთ-ერთი მათი მოთხოვნა იყო ის საკითხი, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აღარ ჰქონდეს რექტორად კენჭისყრის უფლება. ასევე, სტუდენტების თქმით, პრემიერთან განხილვის ერთ-ერთი თემა უშიშროების სამსახურების მხრიდან მათი და მათი ოჯახის წევრების დაშინების ფაქტებს ეხებოდა.

„ჩვენ ვიზრუნებთ იმ პლატფორმის შექმნაზე, სადაც შესაძლებელი იქნება ამ და კიდევ სხვა ბევრი საკითხის განხილვა, რომელიც განათლებას და მეცნიერებას უკავშირდება. მასში ჩაერთვებიან, როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ასევე სტუდენტები. ეს პლატფორმა იარსებებს მუდმივად“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.