Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გამოკითხულთა 57% ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს

570b4f1b16a95
BM.GE
11.04.16 11:14
1154
მოსახლეობის 57%-სთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია, 35 პროცენტისთვის კი ფასების ზრდა და ინფლაცია. კითხვაზე, რომელია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი, გამოკითხულთა 30 პროცენტმა, სიღარიბე დაასახელა, 26 პროცენტმა კი პენსიები.

NDI-ს კვლევის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის, ტერიტორიულ მთლიანობას გამოკითხულთა 23 პროცენტი ასახელებს.

გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.