Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გადასახადის გადამხდელთა კავშირი მთავრობას მოგების გადასახადის რეფორმის გეგმის წარმოდგენას სთხოვს

5698934c69482
BM.GE
15.01.16 10:19
1286
გადასახადის გადამხდელთა კავშირი მთავრობას მოგების გადასახადის რეფორმის გეგმის წარმოდგენას სთხოვს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის შესასწავლად შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი და მან მოგების გადასახადის ესტონური მოდელის საქართველოში დანერგვის მიზანშეწონილობა გამოიკვლია ესტონელი ექსპერტების დახმარებით. კადასახადის გადამხდელთა კავშირში აღნიშნავენ, რომ საბოლოო შეფასება გასული წლის სექტემბრის თვეში უნდა გამხდარიყო საჯარო, დღემდე უცნობია როგორც ჯგუფის მუშაობის შედეგები, ისე ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.
 
"გასულ წელს საქართველოს მთავრობის წევრებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი მოგების არსებული გადასახადის გაუქმებასა და ე.წ. განაწილებული მოგების გადასახადის მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით. 2015 წლის გაზაფხულზე ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის მინისტრის რანგში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა: „...საუბარი გვაქვს მოგების გადასახადის გაუქმებაზე, უფრო სწორად, საუბარი არის რეინვესტიციის შემთხვევაში გადასახადის გაუქმებაზე და დივიდენდის დაბეგვრაზე, თუმცა, კონკრეტულ ფორმებზე, თუ როგორ მოხდება ეს, რა რაოდენობით და რა პერიოდში გაიწერება, ცოტა ხნის შემდეგ მოგახსენებთ.“ დაახლოებით იგივე პათოსი გააჟღერა ბატონმა ნოდარ ხადურმაც: „მოგების გადასახადის რეფორმირება და მისი ესტონეთის მოდელის განხილვა მიმდინარეობს, მაგრამ სიჩქარე არ გვეგების. სექტემბრისთვის წარმოვადგენთ ზუსტ საგზაო რუკას, თუ როგორ უნდა მოხდეს ესტონურ მოდელზე გადასვლა“. აღნიშნული საკითხის შესასწავლად შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი და მან მოგების გადასახადის ესტონური მოდელის საქართველოში დანერგვის მიზანშეწონილობა გამოიკვლია ესტონელი ექსპერტების დახმარებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის საბოლოო შეფასება გასული წლის სექტემბრის თვეში უნდა გამხდარიყო საჯარო, დღემდე უცნობია როგორც ჯგუფის მუშაობის შედეგები, ისე ფინანსთა სამინისტროს პოზიცია. გადასახადის გადამხდელთა კავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და მის ხელმძღვანელს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს გააცნონ საზოგადოებას მმართველი გუნდის გეგმები მოგების გადასახადის რეფორმირებასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ გადასახადის გადამხდელთა კავშირში.