Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პროგრამულ ტესტერთა საერთაშორისო დღე საქართველოში

BM.GE
05.09.22 09:26
161
წელს უკვე მესამედ თიბისის მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში პროგრამულ ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელსაც მსოფლიოში 9 სექტემბერს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ, ანუ აღნიშნავენ და სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით 9-10 სექტემბერს, aPeople-ის სათაო ოფისში კონფერენციაა დაგეგმილი. კონფერენციაზე რომელზეც 250 მდე სტუმარი დაესწრება, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და ევროპის წამყვანი კომპანიები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო სპიკერები. 

GeoSTQB არის საქართველოს პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭო -ISTQB-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომლის მიზანია სხვადასხვა ღონისძიებებითა და სასწავლო პროექტების საშუალებით საქართველოში პროგრამული ტესტირების მიმართულების განვითარება, ტრენინგ ცენტრების და კურსების აკრედიტაცია და ISTQB ოფიციალური გამოცდის მხარდაჭერა. 

თავის მხრივ თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მხარს უჭერს რიგით მე-3 ტესტირების საერთაშორისო დღეს, რადგან თიბისისთვის საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. 

ღონისძიებას 2020 წლიდან ორგანიზებას უწევს საქართველო პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭოს საქართველოს ოფისი (GeoSTQB). თიბისი მეორე წელია კოფერენციის მხარდაჭერია. უფრო მეტის გასაზიარებლად ცხადია სტუმრები გვიერთდებიან სტუდიაში და პირველ რიგში წელსაც, მისი ქართული ბაზრისთვის შედარებით პრინციპში აღარც მაგრამ მაინც სიახლიდან გამომდინარე, ტესტერების განმარტებით დავიწყებთ. 

მარტივად რომ ვთქვათ, ტესტერი არის სპეციალისტი, რომელმაც უნდა შეამოწმოს ახლად შემუშავებული პროგრამები მათი შესრულებისთვის, დაადგინოს შეცდომები და გადასცეს ისინი პროგრამისტებს გამოსასწორებლად. 

თუმცა პროგრამული ტესტერის სტატუსის ისაღებად კარგი გამოცდილება და უნარებია საჭირო და ვინ შეიძლება იყოს ტესტერი?