Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Fitch Ratings-მა ნავთობის და გაზის ღირებულების პროგნოზი შეამცირა

56a079cc6835c
BM.GE
21.01.16 10:24
1110
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა, ნავთობის და გაზის ღირებულების პროგნოზი შეამცირა. საბაზისო სცენარით, ნავთობის ფასი 2016 წელს $45 იქნება ბარელზე, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში - $65. სტრესული სცენარის მიხედვით კი ბარელი ნავთობის ფასი წელს $35 იქნება. ათასი კუბური ფუტი გაზის ფასი საბაზისო სცენარის მიხედვით $2.5-ია, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში - $3.5. Fitch -ის ანალიტიკოსების აზრით, ნავთობის მიმდინარე ფასი - $30 ბარელზე, დიდხანს არ შენარჩუნდება, ვინაიდან ეს ფასი მხოლოდ მოპოვების ხარჯს ფარავს და არ მოიცავს ხარჯებს რეზერვების შევსებაზე.