Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Fitch-ი ჩინეთს საგარეო ვალის შესახებ აფრთხილებს

5705fe64e5fac
BM.GE
07.04.16 10:28
1175
Fitch_ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ ჩინეთის ეკონომიკის შენელება მოსალოდნელი არ არის. "Fitch-ი დარწმუნებულია, რომ ჩინეთი ფლობს ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსს იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს ეკონომიკის ზრდის შენელებული ტემპი", - აღნიშნავს სააგენტო.

ამავე დროს, ანალიტიკოსები მიუთითებენ ჩინეთის მზარდ ვალზე, რომელიც სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით, ჩინეთის ეკონომიკაში სისტემის დაუცველობას ზრდის.

"ეს არის ძირითადი მიზეზი იმის, რატომაც Fitch-მა არ შეცვალა ჩინეთის რეიტინგი AA კატეგორიიდან უფრო მაღალზე. ამას გარდა, Fitch-ის ექსპერტები თვლიან, რომ ჩინეთის რეფორმების ხარისხი არ არის მაღალი, იმ რისკების გათვალისწინებით რაც მას თან ახლავს. Fitch-ში თვლიან, რომ სახელმწიფო ქონების რესტრუქტურიზაცია იქნება უფრო თანმიმდევრული ვიდრე ეს 1990 წლის ბოლოს იყო. მასიური პრივატიზება კი ნაკლებად სავარაუდოა", - ნათქვამია სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშში.