2016 წლის 13 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 36 400 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 40 700 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.400 პროცენტით, მაქსიმალური 13.880 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 13.757 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 13.750 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.