Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფინანსთა სამინისტრომ სადაზღვევო ინდუსტრიას საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილება გააცნო

56e0181dbc18d
BM.GE
09.03.16 16:29
1106
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სადაზღვევო სექტორს გააცნეს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ეხება.

როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, სადაზღვევო კომპანიების წარმომდგენლებმა დადებითად შეაფასეს მთავრობის კომუნიკაცია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და ის ინიციატივა, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას უკავშირდება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს მსჯელობა, თუ რა პერიოდიდან იქნება შესაძლებელი აღნიშნულ რეფორმაში საფინანსო, მათ შორის, სადაზღვევო სექტორის ჩართვა.

სადაზღვევო ინდუსტრია საგადასახადო რეფორმის დარგზე გავრცელებას ითხოვს