Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ფილიპ მორისი: დეფიციტი დისტრიბუციის შეფერხების და სამართლებლივი დავის შედეგია

568d2cde69771
BM.GE
06.01.16 18:58
1477
ფილიპ მორისი თამბაქოს ფასებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
 
„შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ პროდუქციაზე (მათ შორის MARLBORO და PARLIAMENT) ფასების მკვეთრი ზრდის შესახებ ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, „ფილიპ მორის საქართველოს“ სურს განმარტოს, რომ მას სავაჭრო ქსელში ფასები არ გაუზრდია 2015 წლის აგვისტოს შემდეგ. შესაბამისად, „ფილიპ მორის საქართველო“ ეთანხმება ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ „ფილიპ მორის საქართველოს“ პროდუქციაზე ბოლო დროს მომხდარი ფასების ზრდა არ უკავშირდება 1 იანვრიდან გაზრდილ აქციზის გადასახადს. სამომხმარებლო ფასები დგინდება უშუალოდ საცალო მოვაჭრეების მიერ და „ფილიპ მორის საქართველოს“ არ უთამაშია რაიმე როლი მათ გაზრდაში.

ვწუხვართ, რომ ჩვენი პროდუქციის სრულწლოვანი მომხმარებლები დროებით მოექცნენ შექმნილი გარემოებების ზეგავლენის ქვეშ და რომ ჩვენი საცალოდ მოვაჭრე პარტნიორები აღმოჩდნენ პროდუქციის საკმარისი მარაგების გარეშე.

მარაგების დეფიციტის გამომწვევი მიზეზია ბოლო ხანებში არსებული შეფერხებები დისტრიბუციაში, რაც თავის მხრივ მიმდინარე სამართლებრივი დავის შედეგია, რომელიც იმედია მალე დასრულდება.

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“, მსოფლიოში თამბაქოს მწარმოებელი ნომერ პირველი საერთაშორისო კომპანია, რომელსაც ეკუთვნის თამბაქოს ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა MARLBORO, PARLIAMENT, L&M, CHESTERFIELD და BOND STREET, საქართველოში საქმიანობას ეწევა 1996 წლიდან. „ფილიპ მორის საქართველოს“ ოფისი მდებარეობს თბილისში, სადაც დასაქმებულია 40 თანამშრომელზე მეტი. ათასობით სხვა პირი ჩართულია ჩვენი პროდუქციის დისტრიბუციასა და რეალიზაციაში სრულწლოვან მომხმარებლებზე. ასევე, ჩვენ გაგვაჩნია სახელშეკრულებო ურთიერთობები და პარტნიორობა ასობით საცალო მოვაჭრესა და მომწოდებელთან. 2015 წელს კვლევითი ფირმა „გამა“-ს მონაცემებით „ფილიპ მორის საქართველოს“ მიერ დაკავებული ბაზრის წილი შეადგენდა 23%-ს. ვამაყობთ, იმ ფაქტით, რომ წარმოვადგენთ გადასახადების ერთ-ერთ მსხვილ გადამხდელს და 2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გვაქვს გადასახადების სახით 85 მილიონ ლარზე მეტი.

თავს მივიჩნევთ ვალდებულად განვაგრძოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში წვლილის შეტანა“, - ნათქვამია განცხადებაში.