Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონში ცვლილებები შედის

56c96f0d04ef5
BM.GE
21.02.16 11:56
1143
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონს ახალი ნორმა ემატება, რომლის მიხედვითაც, ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში იქმნება  აუდიტის კომიტეტი, რომელმაც კონტროლი უნდა გაუწიოს ემიტენტის  ფინანსური ანგარიშგების უტყუარობას, უზრუნველყოს შიდა კონტროლის  სისტემის ეფექტურობა და შიდა აუდიტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოუკიდებლობა და ასევე წარმართოს გარე აუდიტორთან ურთიერთობა.
 
კომიტეტის სულ მცირე ერთი წევრი უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს  დამოუკიდებელი წევრი, რომლის დამოუკიდებლობაც განისაზღვრება "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის 22 პუნქტით. აღნიშნული ცვლილება არ გავრცელდება კომერციულ ბანკებზე, რომელთა საქმიანობა რეგლამენტირდება საქართველოს კანონით "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" ცვლილების თანახმად - ანგარიშვალდებული საწარმოს ყოველი სამეურნეო  წლისათვის შემდგარი ანგარიში, სხვა საკითხებთან ერთად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას აღნიშნული საწარმოს დირექტორების მიერ საწარმოდან მიღებული შემოსავლების სქემების შესახებ რითაც როგორც კანონის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, უზრუნველყოფილი იქნება სამეწარმეო ურთიერთობების მეტი გამჭვირვალობა.

გარდა ამისა ანგარიშვალდებული საწარმოს 5%-ის ან მეტის მფლობელ აქციონერს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების ან დირექტორთა საბჭოს წევრების და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ საწარმოდან მიღებული ხელფასის, და სხვა სახის შემოსავლების შესახებ.

როგორც კანონის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საწარმოებს წარმოდგენილ ცვლილებებთან მიმართებით ადაპტაციის მიზნით მიეცემათ შესაბამისი ვადა. კანონპროექტის ავტორი ეკონომიკის სამინისტროა და მისი მიზანია სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოსა და საწარმოს ანგარიშგების და კონტროლის ეფექტურობის გაუმჯობესება, ასევე აუდიტის სისტემის დამოუკიდებლობის და აქციონერთა უფლების ზრდა.