Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Facebook-მა სოციალურ ქსელში აღმოჩენილი შეცდომის გამო, 10 წლის ჰაკერს $10 000 გადაუხადა

572b04a4c9ee2
BM.GE
05.05.16 12:27
1132
სოციალურმა ქსელმა Facebook 10 წლის ჰაკერს 10 000 დოლარი გადაუხადა, Instagram-ზე ფოტოს გაზიარებისას აღმოჩენილი შეცდომის გამო.
 
ჰაკერის სრული სახელი არ საჯაროვდება, თუმცა ის ყველაზე ახალგაზრდაა მათ შორის ვისაც Facebook-მა ფულადი ჯილდო სოციალურ ქსელში აღმოჩენილი შეცდომის გამო გადაუხადა.

სოციალურმა ქსელმა განაცხადა, რომ შეცდომა თებერვალში აღმოაჩინეს, ჯილდო კი მპოვნელს მარტში გადასცეს.

10 წლის ჰაკერმა განაცხადა, რომ მან კომპიუტერული პროგრამები Youtube-ის საშუალებით ისწავლა, რისი მეშვეობითაც Instagram-ის ფოტოებზე მომხმარებლის კომენტარების წაშლა შეძლო.

"მე ყველა მომხმარებლის კომენტარის წაშლა შემიძლია, ჯასტინ ბიბერისაც კი", - განაცხადა მან.