Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Facebook-მა რუს ჰაკერს რეკორდული ჰონორარი გადაუხადა

588467872c464
BM.GE
22.01.17 12:03
1047
Facebook-მა თავისი ქსელის დაუცველობის აღმოჩენის გამო, რუს ჰაკერს და უსაფრთხოების (SEMrush ) სპეციალისტს ანდრეი ლეონოვს 40 000 $-ის ოდენობის ჰონორარი გადაუხადა, - წერს The Register.

2014 წელს სოციალურმა ქსელმა ბრაზილიელ კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტს რეჯინალდო სილვეს $33 500 გადაუხადა, ხოლო 2016 წელს 10 წლის ჰაკერი Instagram-ზე ფოტოს გაზიარებისას აღმოჩენილი ხარვეზისთვის 10 000 $-ით დააჯილდოვა.

როგორც გამოცემა The Register წერს, ლეონოვის აღმოჩენით, Facebook პროგრამა ImageMagick-ის დაუცველი ვერსიით სარგებლობს, რომლის დახმარებითაც გამოსახულების რედაქტირება და მასშტაბირება არის შესაძლებელი.