სოციალური ქსელი Facebook-ი მომხმარებელს კარგი "პოსტისთვის" დააჯილდოვებს. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ სოციალური ქსელის მომხმარებელთა რიცხვის კლებასთან დაკავშირებით მიიღო,- იუწყება The Verge-ი.
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში ორიგინალური “პოსტების“ რიცხვმა იკლო. ფოტოებსა და სელფებს რაც შეეხება მათთვის Instagram-ი უფრო ხელსაყრელია.
სიტუაციის შესაცვლელად Facebook-მა გამოკითხვა ჩაატარა, რათა გაეგო მომხმარებლის წახალისებისთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი რა იქნებოდა. პერსპექტივაშია შემოწირულობები და პოსტებიდან შემოსავლის მიღება.
კომპანიაში ჯერ არ გადაუწყვეტით თუ რა გზით დააჯილდოვებენ მომხმარებელს.