Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ევროკავშირის გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციაზე, დამტკიცებიდან 20 დღის ვადაში ამოქმედდება

56e03c01a5c42
BM.GE
09.03.16 19:06
1195
ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მისი დამტკიცებიდან 20 დღის ვადაში ამოქმედდება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში "ბიზნესკონტაქტს" განუმარტეს, წინადადება ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს წარუდგინა, შემდეგი ეტაპი კი მისი განხილვა და დამტკიცება იქნება. დამტკიცებიდან 20 დღის ვადაში კი რეგულაცია ძალაში შევა. კონკრეტულად როდის მოხდება აღნიშნული ორი უწყების მხრიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის რეგულაციის დამტკიცება, ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.
 
სავიზო რეგულაციების შესახებ დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მისი ძალაში შესვლის შემდეგ ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს 180 დღიან პერიოდში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 90 დღით დარჩენის უფლება ექნებათ.