ევროკავშირის დატოვების საკითხზე ბრიტანეთში რეფერენდუმი 23 ივნისს გაიმართება. 4 თვიანი კამპანიის დაწყების შესახებ, ქვეყნის პრემიერმა, დღეს ოფიციალურად განაცხადა.
"ევროკავშირის დატოვება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას საფრთხის წინაშე დააყენებს. არჩევანი თქვენს ხელშია, თუმცა ჩემი დამოკიდებულება საკითხისადმი ნათელია. მჯერა, რომ ბრიტანეთი უფრო უსაფრთხო და ძლიერი იქნება რეფორმირებულ ევროკავშირში", - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.