Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ევროკავშირის დატოვება ბრიტანულ ოჯახებს წელიწადში 1200 დოლარით აზარალებს

56ef8bdf648d9
BM.GE
21.03.16 09:50
1216
ევროკავშირის დატოვება თითო ბრიტანულ ოჯახს წელიწადში 850 ფუნტით (1232 დოლარი) აზარალებს, - შესაბამისი კვლევა ლონდონის ეკონომიკის სკოლამ პარასკევს გამოქვეყნა.
 
საკუთარი პროგრნოზი გააკეთა ლონდონის საფონდო ბირჟის ეკონომიკური საქმიანობის ცენტრმაც, რომლის მიხედვითაც, შემცირებული შემოსავალი ორჯერ მეტი იქნება.

ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში არსებულ რისკებზე მიანიშნებს ინგლისის ბანკიც. ევროკავშირის დატოვების მსურველები კი ამბობენ, რომ ქვეყანა გაერთიანების ბიუჯეტში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მეტ შემოსავალს დაზოგავს. დღეს ევროკავშირის ექსპორტი ბრიტანეთის საერთო ექსპორტში 45 პროცენტია.

შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმი ევროკავშირში დარჩენის საკითხზე, 23 ივნისს გაიმართება.