Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ევროკავშირი საბერძნეთისთვის სამოქმედო გეგმას 24 მაისს დაამტკიცებს

57318b2ada894
BM.GE
10.05.16 11:15
1040
ევროკავშირი საბერძნეთისთვის სამოქმედო გეგმას 24 მაისს დაამტკიცებს. ევროზონის ფინანსთა მინისტრები საბერძნეთთან მიმართებაში საერთო პოლიტიკაზე შეთანხმდნენ. დოკუმენტი ოფიციალურად სავარაუდოდ მომავალ კვირას გასაჯაროვდება.

ჯერ-ჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა საერთაშრისო სავალუტო ფონდი საბერძნეთისთვის დამატებითი დახმარების გაწევას. ფონდი ქვეყანაში რეფორმების გატარებას ითხოვს. მათ შორის არის საპენსიო და საგადასახადო რეფორმაც, რომელსაც საბერძნეთის მოსახლეობა აქციებით აპროტესტებს.

Financial Times ინფორმაციით, გერმანიამ საბერძნეთის ვალის რესტრუქტურიზაციის საკითხზე საკუთარი პოზიცია შეარბილა, რომელსაც ქვეყნის დახმარების პროგრამაში სსფ-ს შესაძლო მონაწილეობით ხსნის.