Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სასტიპენდიო პროგრამა ქართველი სტუდენტებისთვის

56bb8ef5998bf
BM.GE
10.02.16 23:21
1791
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ტარტუს უნივერსიტეტი 2016-2017 სასწავლო წლებისთვის მიღებას აცხადებს.
 
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდია საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსისა და მოლდოვას მოქალაქეებისთვის ცხადდება.

ტარტუს უნივერსიტეტში ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვა კონკურსის საფუძველზე ხდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდია მაგისტრატურის საფეხურზე ყოველთვიურ სტიპენდიას, 400 ევროს ოდენობით ითვალისწინებს.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა 15 აპრილია. სტუდენტი ვალდებულია ონლაინ განაცხადის შევსებასთან ერთად, შესაბამისი საბუთები ფოსტითაც გააგზავნოს. ამჯერად ტარტუს უნივერსიტეტში, ინგლისურ ენაზე 15-ზე მეტი პროგრამა მოქმედებს. აპლიკაციის შევსებისას სასურველი პროგრამის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო. ყველა სტუდენტი ვალდებულია, აპლიკაციას დაურთოს ინგლისური ენის ტესტის შედეგი, მინიმალური მოთხოვნილი ქულით.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე, აპლიკაციის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.