Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ერთი ჭიქა "იაგოს ღვინო" სასტუმრო Ritz-ში 50 ლარად გაიყიდება

5697a88822d50
BM.GE
14.01.16 17:32
1671
ერთი ჭიქა იაგოს ღვინო სასტუმრო Ritz-ში დაახლოებით 50 ლარად გაიყიდება, ერთი ბოთლის ფასი კი დაახლოებით 250 ლარი იქნება. მეღვინე იაგო ბიტარიშვილი "საქმიან დილასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მისი ღვინო ლონდონის პრესტიჟულ სასტუმროში, ახალი სომალიეს გადაწყვეტილებით მოხვდა.
 
"რესტორანში ღვინო ჭიქითაც შეიძლება გაიყიდოს. თუ ასე გადავიანგარიშებთ, მაშინ ჭიქა, რომელიც 125 მილი გრამს შეიცავს, დაახლოებით 50 ლარის ფარგლებში გაიყიდება და თუ ბოთლის შეძენა მოხდება რესტორნის მაგიდასთან, ფასი დაახლოებით 250 ლარამდე იქნება. რესტორნის სომელიე ხაზს უსვამს, რომ ჩვენი პლიუსი ადგილობრივი ჯიშებია, ის ასევე ჩვენს ისტორიასა და ღვინის კულტურისადმი დამოკიდებულებას უსვამს ხაზს. “ჩინური’’ მხოლოდ საქართველოშია", - ამბობს იაგო ბიტარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლიდან ლონდონის მაღალი კლასისი სასტუმრო Ritz-ში ქართველი მეღვინის იაგო ბიტარიშვილის ჩამოსხმული 2007 წლის "ჩინური" გაიყიდება.