ეროვნული ბანკი ბრიფინგებს წელიწადში ოთხჯერ გამართავს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, ბრიფინგები მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების შემდეგ გაიმართება.
"ვეცდებით ვუპასუხით ყველა შეკითხვას, რომელიც დაგროვილი იქნება ეროვნული ბანკის რეგულირების და მანდატის ქვეშ. ბრიფინგების კალენდარი წინასწარ იქნება ცნობილი", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.