28.Apr.2016 18:51
Economy

ENPARD 2 ფაზის ფარგლებში საქართველომ ევროკავშირისგან 50 მილიონი ევრო მიიღო

ENPARD 2 ფაზის ფარგლებში საქართველომ ევროკავშირისგან 50 მილიონი ევრო მიიღო
სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიას საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ახალი ატაშე, ქრისტინა კასელა წარუდგინა.
 
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა სახელმწიფოსთვის აგრარული დარგის პრიორიტეტულობის საკითხზე, სამინისტროს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა და ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წლებზე გაამახვილა.

მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობისა და აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის საკითხებზე.

"ENPARD 1-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) ფარგლებში ევროკავშირის მიერ 52 მლნ ევრო გამოიყო, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას მოხმარდა. სახელმწიფოს ძალისხმევითა და პარტნიორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით, შესრულდა ნაკისრი ვალდებულებები, რასაც ENPARD 2 ფაზის დაწყება მოჰყვა, რაც დარგში დამატებით 50 მლნ ევროს კონტრიბუციას გულისხმობს. ყოველივე ზემოაღნიშნულისთვის, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას და წევრი ქვეყნის მთავრობებს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.



19.Jul.2019 18:35
51

Statemen of U.S. Embassy regarding Rustavi 2 Decision

More
19.Jul.2019 18:18
285

After 10-year work at “Ferrero” I decided to become a private consultant - Merab Chitanava

More
18.Jul.2019 21:36
54

Statement of NGOs on the Developments Around Rustavi 2

More
18.Jul.2019 17:52
71

Credit growth at 14.1% YoY in June 2019

More
18.Jul.2019 17:27
61

Net exports contributed the most to the growth in Q1 2019

More
17.Jul.2019 14:14
124

Lavrov names precondition for removal of flight ban on Georgia

More