Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ინიციატივით "ვეფხისტყაოსანი" არაბულ ენაზე გამოიცა

56ac9d3b8c0aa
BM.GE
30.01.16 15:14
1386
„ვეფხისტყაოსნის“ არაბული გამოცემის პრეზენტაცია და სემინარი კაიროს წიგნების 47-ე საერთაშორისო გამოფენის „47th Cairo International Book Fair“ ფარგლებში 31 იანვარს გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კაიროს წიგნების საერთაშორისო გამოფენა რეგიონის ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან გამოფენად მიიჩნევა და არაბული სამყაროს გამომცემლობების მთავარ ღონისძიებად ითვლება. „ვეფხისტყაოსნის“ არაბულ ენაზე გამოცემის პროექტის ფარგლებში საელჩო მჭიდროდ თანამშრომლობდა ეგვიპტის კულტურის მინისტრთან, წიგნების გენერალური ორგანიზაციის თავმჯდომარესთან და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან.

"ქართული დამწერლობის წარმოჩენის მიზნით წიგნის ყდაზე გამოყენებულია ქართველი კალიგრაფის, ფიქრია ჭაბუკიანის ნამუშევრები და სერგო ქობულაძის ილუსტრაციები.
ღონისძიებას ესტუმრება და პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვა სირიაში 70-იან წლებში მოღვაწე ქართველი მეცენატის ლევან საღარაძის შვილიშვილი, თინათინ მხეიძე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ლევან საღარაძის თაოსნობით, 1984 წელს სირიის დედაქალაქ დამასკოში არაბულ ენაზე პირველად ითარგმნა და გამოიცა „ვეფხისტყაოსანი“. მის გამოცემაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ცნობილი ქართველი მეცნიერები. არაბულ ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“ ეგვიპტის წიგნების გენერალური ორგანიზაციის სხვადასხვა მსხვილ მაღაზიაში გაიყიდება", - განმარტავენ უწყებაში.