Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

EBRD-ი ოთხ უმსხვილეს ბერძნულ ბანკში 250 ევროს ინვესტიციას განახორციელებს

565be56d512de
BM.GE
30.11.15 09:53
1396
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ოთხ უმსხვილეს ბერძნულ ბანკში 250 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს. ფინანსური დახმარების პაკეტი მიმართულია "ალფა ბანკის", "ევრობანკის", "საბერძენთის ეროვნული ბანკის" და "პრეიას ბანკის" რეკლაპიტალიზაციაზე. ფინანსური დახმარების საბოლოო მიზანი საბერძნეთის საბანკო სექტორის გაძლიერება, მის მიმართ მეანაბრეებისა და ინვესტორების ნდობის აღდგენა და ბანკების პრივატიზაციის პროცესისთვის მომზადებაა. ყველაზე დიდ ტრანშს, 70 მილიონი ევროს ოდენობით "პრეიას ბანკი" მიიღებს, "ალფა ბანკი" და "ევრობანკი" 65-65 მილიონ ევროს, ხოლო საბერძნეთის ეროვნული ბანკი - 50 მილიონ ევროს. ამ ინვესტიციის შედეგად, EBRD-ი აქტიურ როლს შეასრულებს თითოეული ბანკის კორპორატიულ მმართველობაში.

შეგახსენებთ, აქტივების ხარისხის კვლევისა და სტრეს ტესტების თანახმად, რომელიც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ჩაატარა, აღნიშნული ოთხი ბანკის კაპიტალი ამ დროისთვის 14.4 მილიარდი ევროთი ნაკლებია ყველაზე უარყოფითი სცენარით გათვალისწინებულ კაპიტალის ოდენობაზე.