Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისში Polaris-ის შოურუმი გაიხსნა

BM.GE
15.11.21 09:00
176
თბილისში ამერიკული ოფ-როუდ ბრენდის Polaris-ის შოურუმი გაიხსნა. მისი ოფიციალური დისტრიბუტორი „თეგეტა ოფ-როუდ ვიიქლსია“.

შოურუმის გახსნის ცერემონიას ამერიკული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც თბილისს საგანგებოდ ეწვივნენ. ახლადგახსნილ შოურუმში ოფ-როუდ ბრენდის უახლესი მოდელებია წარმოდგენილი.

ამერიკული ბრენდის გამორჩეული მოდელები ქართველი მომხმარებლისთვის ივლისიდან ხელმისაწვდომია. თავგადასავლების მოყვარულებს „თეგეტა ოფ-როუდ ვიიქლსი“ შესაძლებლობას აძლევს ტესტ-დრაივითაც ისარგებლონ.