Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Dow Jones-ის ინდექსი ცხრა თვის მაქსიმუმზეა

5715eb74497aa
BM.GE
19.04.16 12:23
1128
Dow Jones-ის ინდექსი Hasbro-ს და Disney-ს აქციების ფასის მატების ფონზე, ცხრა თვის მაქსიმუმზე ავიდა, მაშინ როდესაც ინვესტორები ამ კვირაში კომპანიების კვარტალური ანგარიშების წარსადგენად ემზადებოდნენ.
 
Chevron-ის ფასიანი ქაღალდები 1,51%-ით გამყარდა, იმის გათვალისწინებით რომ ნავთობის ფასი წინა მაჩვენებელს დაუბრუნდა, რაზეც თავის მხრივ გავლენა დოჰაში გამართულმა მოლაპარაკებებმა იქონია. IBM-ის აქციები 0,8%-ით დაეცა, მას შემდეგ რაც პირველი კვარტლის შედეგები გახდა საჯარო. Dow Jones-ის ინდექსი აღმავალი ტრენდით დაიხურა 0,6%-ით 18.004,16-მდე, S&P 500 0,65% ით 2.094,34-მდე, Nasdaq Composite-ის ინდექსი 0,44 %-ით 4.960,02-მდე.

Walt Disney-ის ფასიანი ქაღალდები გაძვირდა 2,93%-ით. Hasbro-ს აქციების მატება 5,79%-ია, იმის გათვალისწინებით, რომ სათამაშოების მწარმოებლის ანგარიშმა მოგებასთან დაკავშირებით, მოლოდინს გადააჭარბა.