19.Jan.2016 11:50
Financial Sector

დისტანციური მომსახურება ბანკებისგან, - ინტერნეტ-მობაილ-SMS ბანკინგი

დისტანციური მომსახურება ბანკებისგან, - ინტერნეტ-მობაილ-SMS ბანკინგი
დისტანციური საბანკო მომსახურება ყველაზე სწრაფი, მოსახერხებელი და უსაფრთხო გზაა იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს მივიღოთ სასურველი ინფორმაცია და შევასრულოთ სხვადასხვა საბანკო ოპერაცია ბანკში მიუსვლელად.
 
ქართული კომერციული ბანკები მრავალფეროვან დისტანციურ მომსახურებას გვთავაზობენ, რომელთა ღირებულებაც სხვადასხვაა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია:

• ინტერნეტ-ბანკი - ინტერნეტის საშუალებით შეგვიძლია განვკარგოთ ჩვენი საბანკო ანგარიშები და განვახორციელოთ საბანკო ოპერაცია როგორც საკუთარ ანგარიშებს შორის, ისე საქართველოს და საზღვარგარეთის მასშტაბით. ინტერნეტ ბანკის დახმარებით შესაძლებელია ისეთი საბანკო ოპერაციების შესრულებაც, როგორიც არის სასესხო განაცხადების შევსება, ანაბრის გახსნა და სხვა.

• მობაილ-ბანკი არის მარტივი და უსაფრთხო მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებით განვახორციელებთ თითქმის ყველა იმ საბანკო ოპერაციას, რისი შესრულებაც შესაძლებელია ინტერნეტ ბანკით.

• SMS ბანკინგი - გულისხმობს SMS-ის საშუალებით მომხმარებლისთვის მარტივი მომსახურებების გაწევას, როგორიცაა ინფორმირება მის მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ, ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ, მარტივი გადახდის ოპერაციების განხორციელება (მაგ. მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება), ბარათის დაკარგვის შემთხვევაში პლასტიკური ბარათის დაბლოკვა (ან ადრე დაბლოკილ ბარათზე ბლოკის მოხსნა) და სხვა.

• კიდევ ერთი ელექტრონული საბანკო მომსახურებაა სატელეფონო ბანკინგი. 24 საათის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ საბანკო ოპერაციები ცხელი ხაზის დახმარებით. იმისთვის, რომ ეს მომსახურება იყოს უსაფრთხო კომერციული ბანკები მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ.
ბანკები საკმაოდ დიდ რესურსს ხარჯავენ სხვადასხვა დისტანციური პროდუქტების პოპულარიზაციაზე. პარალელურად, უმჯობესდება ტექნიკური მხარე, იზრდება იმ მომსახურების ჩამონათვალი, რომელთა მიღება შეგვიძლია სახლიდან გაუსვლელად, დროის ნებისმიერ მონაკვეთში.

მარიამ აფრიდონიძე
საზოგადოება და ბანკები



20.May.2019 18:00
226

TBC Bank Group will have its General Annual Meeting on June 24

More
13.May.2019 20:00
305

TBC announces that it has appointed Jyrki Koskelo as a Chairman of the TBC Bank Supervisory Board

More
13.May.2019 15:34
166

Strong loan book propels TBC Bank's quarterly profit

More
01.May.2019 00:14
308

Low Income, Migrant Outflows and Geopolitical Risks - Moody's Assessment of Georgia

More
26.Apr.2019 20:04
228

Issuance of Loans under 5000 GEL Falls by 154,965,000 GEL (27.5%)

More
24.Apr.2019 18:51
166

Finance Minister: No Need to Review New Bank Regulations

More