Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დიმიტრი ქუმსიშვილი: ეროვნული ბანკი ტრენდის მიხედვით ამყარებს ლარს

5729eaa4b6a6e
ელენე გოგბერაშვილი
04.05.16 16:26
1274
ეკონომიკის მინისტრს და ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს ლარის კიდევ უფრო გამყარების მოლოდინი აქვს. მისი თქმით, ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს.
 
"მოლოდინი გვაქვს დადებითი. ამ წუთში ეროვნული ბანკი ძლიან ფრთხილად ეკიდება ლარის კურსის გამყარებას, რომ არ მოხდეს ზედმეტი რყევები ბაზარზე და ტრენდის მიხედვით ამყარებს ლარს. მთელი ზაფხულის განმავლობაში და შემოდგომის განმავლობაში აუცილებლად გამყარდება ლარი და ამის ყველანაირი წინაპირობა გვაქვს როგორც ფუნდამენტში, ისე განწყობების ნაწილში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.