Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დღგ-ს დაბრუნების ავტომატური სისტემა დაინერგება

5a12b741d8353
სალომე მეცხვარიშვილი
20.11.17 15:00
1832
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აპირებს, დღგ-ს დაბრუნების ავტომატური სისტემა დანერგოს. მისი განმარტებით, მეწარმე ელექტრონული განაცხადის შედეგად 5-7 სამუშაო დღეში უნდა ღებულობდეს დღგ-ს ზედმეტობას.

"ეს ნიშნავს დაახლოებით 500 მილიონი ლარის დამატებითი წვდომის მიცემას ჩვენი მეწარმეებისთვის",- აცხადებს მამუკა ბახტაძე.

ფინანსთა მინისტრის ახალ ინიაციტივას BDO-ს მმართველი პარტნიორი საქართველოში ზურაბ ლალაზაშვილი დადებითად აფასებს. მისი თქმით, დღგ-ს დაბრუნების ავტომატური სისტემა ბიზნესს დროის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს.

ლალაზაშვილი ამბობს, რომ დღეს ბიზნესს დაახლოებით 20-30 საათის დახარჯვა სჭირდება იმისთვის, რომ მისი ფული დაიბრუნოს და ამაში არამხოლოდ დროს, არამედ ადამიანურ რესურსსაც ხარჯავს.

"გაცილებით მარტივი და დახვეწილი მექანიზმი იქნება, თუ ავტომატურ რეჟიმში მოხდება დღგ-ს დაბრუნება. ბიზნესს აღარ დასჭირდება დრო განცხადებებზე, ადგილზე მისვლაზე, გარკვევაზე და ა.შ.

თუ ზედმეტად აქვს გადახდილი ვინმეს გადასახადი და ეკუთვნის უკან დაბრუნება, მაშინ რაღა საჭიროა ვიღაცამ დამატებითი განცხადებები წეროს, განიხილოს, რეზოლუცია დაადოს და ა.შ.

რაც მეტ ნაღდ ფულს მიიღებს ბიზნესი, ნაკლებად იქნება დამოკიდებული სესხზე. რადგან თუ ბიზნესს არ აქვს ხელმისაწდომობა ფინანსებზე, იღებს სესხს, ეს კი უარყოფით გავლენას ახდენს ვალუტაზე და ა.შ.",- აცხადებს ლალაზაშვილი.